ღრმა ჯამში ავურიოთ ნუშის ფქვილი, მარილი, ვანილის მარცვლები, შაქრის პუდრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი. დავუმატოთ ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, კვერცხის გული და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. აუცილებლობის შემთხვევაში დავამატოთ ცოტა ფქვილი.
საფეხური 2
შევახვიოთ საკვებ პარკში და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით. ამის შემდეგ ცომი გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ 0,3-0,4 სმ.-ის სისქეზე. ამოვჭრათ საჭირო რაოდენობის 12 სანტიმეტრიანი დიამეტრის რგოლები და ტარტალეტკის 8 სმ.-ან ფორმებში ჩავაფინოთ, ზედმეტი ცომი კი მოვაშოროთ. ძირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით. შევინახოთ მაცივარში 30 წუთით.
საფეხური 3
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. თითოეულ ტარტალეტკას დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და დავამძიმოთ (ლობიოთი,ბარდით ან სპეციალური ბურთულებით). გამოვაცხოთ 10 წუთი. შემდეგ ქაღალდთან ერთად მოვაშოროთ სიმძიმე და 10 წუთი ისევ გამოვაცხოთ, ოქროსფერის მიღებამდე. მზა ფხვიერი ცომი კარგად გავაციოთ.
საფეხური 4
ღრმა ქვაბში ავურიოთ შაქარი, წყალი და გლუკოზა. გავაჩეროთ იქამდე სანამ არ მიიღებს კარამელის ფერს. პარალელურად ქვაბში ადუღებამდე მივიყვანოთ ნაღები და რომი, ცალ-ცალკე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან კარამელი, დავამატოთ დაჭრილი ნაღების კარაქი და ავურიოთ. ფრთხილად ჩავასხათ ნაღები და შემდეგ რომი. ცხელ კარამელში ჩავყაროთ დაჭრილი ჩირები, მოვურიოთ ხის ნიჩბით და დავიწყოთ გადმოღება ტარტალეტკებზე და გორასავით დავახვაოთ. 3-4 ტარტალეტკის შემდეგ ამოვურიოთ კარამელიან ჩირს.
სერვირება
დაალაგეთ სხვა ტარტალეტკებთან ერთად საახალწლო დაფაზე. შეგიძლიათ სასაჩუქრედ შეფუთოთ და მიართვათ მეგობრებს და ახლობლებს. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.