ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ლობიო პომიდვრით
ქართველებს ლობიო გვიყვარს, მექსიკელებსაც! ქართველებს ცხარე გვიყვარს, მექსიკელებსაც! მარილის სიყვარულიც საერთო გვაქვს. მოკლედ, რომ ვთქვათ მექსიკური კულინარია ადვილად ჯდება ქართულ გემოვნებაში. ეს კერძი მექსიკელი მეგობრისგან ვისწავლე, ცოტა ქართულ პროდუქტს მოვარგე და ქართულ-მექსიკური კერძი მივიღე.

დაბუღული ქათამი
ქართულ კულინარიაში ქათმის ბევრი კერძია, ყველა ძალიან გემრიელი, მაგრამ არცერთი ასეთი განსხვავებული. წარმოიდგინეთ კერძი, რომელიც აერთიანებს ლიმონის ეთერზეთების სურნელს, ტარხუნის მცენარეულ სუსხს, ნაღების რძიან არომატს, დაბრაწული ქათმის გემოს და სოკოს კრისტალურ ესენციას. ქართული წვნიანებიდან ეს და ჩაქაფული აბსოლუტური ჩემპიონები არიან. ერთ რამეს ვაღიარებ,დაბუღული ქათმის ჩემებური ვარიანტი შთაგონებულია ფრანგული ფრიკასეთი, მაგრამ, გარწმუნებთ, აქ არაფერია ისეთი, რაც საქართველოში არ მოიპოვება, ან არ არის ქართული კულინარიის ნაწილი.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი











































































