ვამზადებთ ხევსურულ კერძს, უცნაური სახელით - კუს ერბო. არა, კუ არ დაგვჭირდება. ხევსურული დიალექტში კუსი ყველს ნიშნავს.
ეს ძალიან მარტივი, მაგრამ უგემრიელესი კერძია და ტრადიციულად იმ ინგრედიენტებისგან მზადდება, რომელიც თითქმის ყველა სეზონზე მოიპოვება მთაში. ასეთი ტრადიციული კერძების მოზადებისას, მნიშვნელოვანია პროდუქცი იყოს იმ კუთხიდან, რომელი კუთხის კერძსაც ვამზადებთ, რომ მისი ნამდვილი გემო და ხასიათი შევინარჩუნოთ.
150
150
გრ.
კარტოფილი
40
40
გრ.
ჭყინტი ყველი
20
20
მლ.
ერბო
5
5
გრ.
ნიორი
კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავაგრილოთ და გავაცალოთ კანი. გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
გავახუროთ სქელძირიანი ტაფა და ერბო. გახურებულ ერბოში ჩავაგდოთ 1 კბილი ოდნავ გაჭყლეტილი ნიორი და მალევე ამოვიღოთ, სანამ ფერს შეიცვლის. ჩავყაროთ გახეხილი კარტოფილი, გავანაწილოთ ტაფაზე და მოვბრაწოთ, თან ამოვურიოთ ხოლმე, რომ თანაბრად შეიწვას.
ყველი შეგვიძლია პირდაპირ მობრაწულ კარტოფილს დაამატოთ. თუ პორციულად გინდათ სუფრასთან მიტანა - გადაიღეთ პატარა ზომის თუჟის ტაფებში ან ნებისმიერ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და ზემოდან მოაყარეთ დაფშვნილი ჭყინტი ყველი. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 3-5 წუთამდე (დამოკიდებულია, რამდენად ახალია ყველი). როდესაც ყველი დადნება და ოდნავ მოიბრაწება, გადოიღეთ, 1-2 წუთთ შეაგრილოთ და შემდეგ მიიტანეთ მაგიდასთან.
სერვირება
კუს ერბო საკმაოდ ცხიმიანი კერძია, ამიტომ გირჩევთ მიირთვათ ბორჯომთან ერთად!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი