მწვანე ლობიო გავრეცხოთ, მოვაშოროთ ბოლოები და სასურველ ზომებად დავტეხოთ (შესაძლოა გაყინული ფრანგული ლობიოს გამოყენებაც - უფრო პიკანტური გემო ექნება). მოვხარშოთ მარილიან და ლიმონიან წყალში. მომზადებისთნავე გადავიტანოთ ყინულიან წყალში, რომ შეწყდეს ხარშვის პროცესი.
საფეხური 2
სოუსისთვის დავაბლენდეროთ პრასი, ქინძი, ბაზილიკი ან შაშკვლავი, ნიგოზი, მწვანე წიწაკა, ნიორი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, არაჟანი და მაწონი. მარილი და პილპილი გემოვნებით.
საფეხური 3
შევწვათ ქათმის ფილე გრილზე, დავასვენოთ 5 წუთი და დავჭრათ გრძელ, პატარა ნაჭრებად. მოვათვსოთ ერთ ჯამში ლობიო და ქათამი, მოვასხათ სოუსი.