Search
ან
შვრიის ორცხობილა
30-60 წუთი
ადვილი
მსუბუქი
1
201-500 კკალ
ინგრედიენტები
150 150 გრ. მარგარინი
25 25 გრ. თაფლი
200 200 გრ. შაქარი
50 50 გრ. სამარხვო მაიონეზი
1 1 მწიკვი ვანილი
250 250 გრ. ფქვილი
1/2 1/2 ჩაის კოვზი მარილი
1/2 1/2 ჩაის კოვზი სოდა
100 100 გრ. ქიშმიში
100 100 გრ. შვრია
200 200 გრ. ნიგოზი
საფეხური 1
გაალღვეთ მარგარინი მიკროღუმელში. ჯამში მოათავსეთ გამდნარი მარგარინი, თაფლი, შაქარი და სამარხვო მაიონეზი, კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
საფეხური 2
დაამატეთ ფქვილი, მარილი და სოდა. ისევ კარგად გადაურიეთ ხის კოვზით. ბოლოს ჩაყარეთ შვრია, ქიშმიში და დაჭრილი ნიგოზი, მოურიეთ.
საფეხური 3
დაასვენეთ ცომი მაცივარში 20 წუთით. საცხობი ლანგარი დაცხიმეთ ან დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ორცხობილებს მიეცით ბურთის ფორმა, დაალაგეთ ლანგარზე და მსუბუქად გააბრტყელეთ.
საფეხური 4
გამოაცხვეთ 170С დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.