Search
Or
ჟოლოს მუსი ფხვიერი ორცხობილებით

“მე მქვია ანნა და საკუთარ თავზე დარწმუნებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ესთეტი ვარ. 
კულინარიამ ბავშვობაში გამიტაცა და მას შემდეგ სულ ექსპერიმენტებია. 5 ან 6 წლის ვიყავი, როცა დედას და ბებიების ხაჭაპურის ცხობის ჯადოსნურმა პროცესმა მომხიბლა და 13 წლიდან უკვე დამოუკიდებლად ვამზადებ იმას, რაც მიყვარს. 
მოყვარული ვარ, ამ სიტყვის სრული არსით და არც კი ვიცი, საკუთარ თავს რომელ კატეგორიას მივაკუთვნებდი, გურმანების, გურმეების, თუ უბრალოდ მსუნაგების.  ჩემთვის ეს ცალსახად ხელოვნებაა, რომელსაც მუდმივი მაყურებელიც ჰყავს და შემფასებელიც.
ჯანსაღი ინგრედიენტების შერჩევით დაწყებული, მზადების პროცესიდან - გემოების აფეთქებამდე ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ეს არის სერვირება. საჭმლის ესთეტიკურად მიწოდება მე, როგორც სტუმარს მიქმნის გემოს თავგადასავლის მოლოდინსა და განწყობას. 
მჯერა, რომ კულინარია ენერგიების მიმოცვლის უწყვეტი პროცესია. 
საჭმლის მზადება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ვფიქრობ, კერძში ყოველთვის იგრძნობა მზარეულის ენერგია და სიყვარული თითოეული პროდუქტის მიმართ. ამიტომაც აქვს ბებიის კერძს სულ სხვა გემო. გემო, რომელიც არასდროს გავიწყდება. ალბათ ეს უნდა იყოს თითოეული მზარეულის, მოყვარულისა თუ პროფესიონალის მიზანი - ადამიანებში იმ დაუვიწყარი შეგრძნებების გაახლება, რაც ბავშვობის სიტკბოს უკავშირდება.” - ანნა კუჭავა
 

ingredients
300 300 გრ. ჟოლო
80 80 გრ. შაქრის პუდრი
1 1 ცალი ჟელატინის ფირფიტა
300 300 გრ. 32%-იანი ნაღები
1/2 1/2 ცალი ლიმონის წვენი
100 100 გრ. ცივი კარაქი
65 65 გრ. ყავისფერი შაქარი
140 140 გრ. ფქვილი
50 50 გრ. დაფქული თხილი, ნიგოზი ან ნუში
1 1 ცალი კვერცხის გული
1/2 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ესენცია
1 1 მწიკვი მარილი
1/2 1/2 ცალი ლიმონის ცედრა
step 1
დააბლენდერეთ ჟოლო და გაცერით საცერზე. გადაიტანეთ სასოუსე ქვაბში 40 გრამ შაქრის პუდრთან ერთად, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. ჟელატინის ფირფიტა დაალბეთ ცივ წყალში 2-3 წუთით, გაწურეთ და დაუმატეთ ჟოლოს. ხელის სათქვეფით კარგად გახსენით და მიიყვანეთ ადუღებამდე, არ წამოადუღოთ. გადაიტანეთ ჟოლოს ჟემი გაშლილ ჯამში და გააგრილეთ მაცივარში.
step 2
300 გრამი ცივი ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, სანამ არ მიიღებთ კრემისებურ, მსუბუქ მასას. ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი 40 გრამი შაქრის პუდრი და მწიკვი მარილი. ათქვეფილი ნაღები შეურიეთ კარგად გაცივებულ ჟოლოს ჯემს, მსუბუქი მოძრაობებით. შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.
step 3
ფხვიერი ორცხობილებისთვის ცივი კარაქი ათქვიფეთ მიქსერით შაქართან ერთად. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, თხილის პუდრი, მწიკვი მარილი), ცედრა და კვერცხის გული. მიიღებთ პასტისებურ ცომის მასას. გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მიეცით ფორმა და შეფუთეთ გრინში. დაასვენეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.
step 4
ცომი გააბრტყელეთ დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე, ამოჭერით სასურველი ფორმები და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ 10-12 წუთი 200 გრადუსზე.

How To Serve

გადმოიტანეთ ჟოლოს მუსი ჭიქებში და მორთეთ ორცხობილით, ჟოლოთი, ნუშის ფანტელებით, ან ისე, როგორც გსურთ.