Search
Or
საქონლის რულეტი 7 სახეობის მწვანილით
ingredients
15 15 გრ. ტარხუნა
15 15 გრ. პიტნა
15 15 გრ. ბაზილიკი
15 15 გრ. რეჰანი
15 15 გრ. ოხრახუში
15 15 გრ. კამა
15 15 გრ. ქინძი
5 5 გრ. როზმარინი
15 15 გრ. წითელი ხახვი
20 20 გრ. ჭარხლის პიურე
25 25 გრ. კარაქი
15 15 გრ. ტრუფელის ზეთი
2 2 კბილი ნიორი
250 250 გრ. საქონლის სუკი
150 150 გრ. კარტოფილი
step 1
საქონლის სუკი დავჭრათ სიგრძეზე და გავაბრტყელოთ ხორცის საბეგვით.
step 2
ყველა სახეობის მწვანილი შევურიოთ ერთმანეთში, დავჭრათ და მოვაყაროთ ხორცს. გავახვიოთ რულეტი და შევკრათ კანაფის თოკით.
step 3
შეხვეული რულეტი შევწვათ ტაფაზე კარაქთან და ზეთთან ერთად 15-20 წუთის განმავლობაში. დავამატოთ როზმარინი და ნიორი. შეწვის პროცესში ხორცს კოვზით მოვასხათ თავისივე ზეთი.
step 4
კარტოფილის პიურეს შევურიოთ წითელი ხახვი, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილ რულეტს, დავასხათ ტრიუფელის ზეთი, მოვაყაროთ მწვანილი და გავაფორმოთ ჭარხლის პიურეთი.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.