Search
Or
აჩმა ფხალით
30-60 Min
ადვილი
201-500 Kcal

ყველამ ძალიან კარგად იცის აჩმის გემო. იტალიური ლაზანია ისპანახით  და აჩმა რომ გავაერთიანოთ, რაღაც შუალედურ და ძალიან გემრიელ კერძს მივიღებთ. შედეგით ძალიან კმაყოფილები დარჩებით. აჩმის ცომის ნაცვლად გამოიყენეთ ლაზანიის ფირფიტები. მაშ, ასე, მივყვეთ თანმიმდევრულად.

ingredients
1 1 შეკვრა ლაზანიას ფირფიტები
500 500 გრ. ჭარხლის ფოთლები
1 1 კგ. ისპანახი
40 40 გრ. მწვანე ხახვი
1 1 ხახვი
30 30 გრ. ოხრახუში
300 300 მლ. ზეთი
500 500 გრ. სულგუნი
1 1 მუსკატის კაკალი
30 30 გრ. კარაქი
800 800 გრ. რძე
70 70 გრ. ფქვილი
200 200 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
step 1
როგორც ყოველთვის, კარგად გარეცხავთ ბოსტნეულს და მწვანილებს და დაკეპავთ წვრილად. ხახვს დაჭრით პატარა ზომის კუბებად. დიდ ტაფაზე მოშუშავთ ხახვს და დაუმატებთ ფოთლებს. მოშუშავთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატებთ ღვინოს, 2 წუთის შემდეგ მწვანე ხახვს და ოხრახუშს, ბოლოს კი მარილს. გამორთავთ გაზს.
step 2
შემდეგ, მოამზადებთ ბეშემალის სოუსს. ღრმა ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე გაალღვობთ კარაქს, დაუმატებთ ფქვილს და კარგად მოურევთ. როდესაც ფქვილი გაიხსნება კარაქში დაუმატებთ რძეს. როდესაც სოუსი შესქელდება გადმოდგავთ ცეცხლიდან, დაუმატებთ გახეხილი მუსკატის კაკლის მესამედს და მარილს. სულგუნს გახეხავთ მსხვილ სახეხზე.
step 3
ქვაბის ზომა შეარჩიეთ ლაზანიის ფირფიტის სიგრძის მიხედვით. ჩაუშვით მდუღარე წყალში ფირფითები მაქსიმუმ 3-4 ფირფიტა, ერთმანეთს რომ არ მიეწებოს. მოამზადეთ განიერი ღრმა ჭურჭელი, რაშიც უნდა გამოაცხოთ აჩმა. აწყობა: ძირში აფენთ ლაზანიის ფირფიტებს, შემდეგ ბეშამელის სოუსს, შემდეგ მოშუშულ ფხალს, შემდეგ ყველს, შემდეგ ისევ ფირფიტებს და ასე ბოლომდე. ბოლოს ისევ მოაყარეთ ყველი. შედგით წინასწარგახურებული ღუმელის შუა ნაწილში, გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!