Search
Or
გამომცხვარი ბულგარული წიწაკის სუპი თევზით
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
6 6 წითელი ბულგარული წიწაკა
200 200 გრ. კანგაცლილი პომიდორი (კონსერვი)
60 60 გრ. ნუში
1 1 კალმახის ფილე
60 60 მლ. ზეითუნის ზეთი
40 40 მლ. თეთრი ბალზამიკო
1 1 კბილი ნიორი
20 20 გრ. ოხრახუში ან შაშკვლავი
წითელი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით
ორეგანო გემოვნებით
ლიმონის ცედრა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
step 1
ბულგარული წიწაკა გავასუფთაოთ თესლისგან და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთი, ისე, რომ კანი ოდნავ მოებრაწოს და დარბილდეს.
step 2
გადმოვიღოთ, ჩავდოთ ჯამში და გადავაკრათ გრინი. გავაჩეროთ შეგრილებამდე.
step 3
შეგრილებულს გავაცალოთ კანი და მოვათავსოთ ბლენდერში ნუშთან, ლიმონის ცედრასთან, ზეთთან და ნიორთან ერთად -დავაბლენდეროთ.
step 4
პარალელურად, კანგალილი პომიდორი დავჭეჭყოთ და წამოვადუღოთ ქვაბში, ჩავამატოთ ბულგარულის მასა, შევანელოთ სუნელებით და ძმრით. წამოვადუღოთ და გამოვრთოთ.
step 5
შევწვათ მარილით და ორეგანოთი შეზავებული თევზი.

How To Serve

სუფრასთან მიტანის წინ, ინდივიდუალურად ჩავაწყოთ ყველა ჯამში ან თეფშში თევზის ფილეები და ამის შემდეგ დავასხათ წვნიანი ისე, რომ თევზი არ დაიფაროს მთლიანად. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.