Search
ან
ფიჭვის სოკო - რაჭა
60+ წუთი
ადვილი

400 გრ. მჭადა სოკო დავამტვრიოთ 2 სმ.-ის ზომის ნატეხებად და მოვხარშოთ მდუღარე წყალში 4-5 წუთის მანძილზე, ისე რომ არ დაიშალოს,  შემდეგ გადავწუროთ. მოგრძოდ დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ კარაქსა და ზეთში. მოთუშულ ხახვს დავუმატოთ მოხარშული სოკო და 2-3 წუთი ერთად ვთუშოთ, შემდეგ ვუმატებთ ნიორს და ქინძს და კიდევ 10 წუთი ვთუშავთ. მივირთმევთ თეთრ მშრალ ღვინოსთან ერთად.

ინგრედიენტები
400 400 გრ. მჭადა(ფიჭვის) სოკო
80 80 გრ. ქინძი
80 80 გრ. ხახვი
20 20 გრ. ნიორი
2 2 გრ. მარილი