Search
Or
სიბასი (ქორჭილა) პრასით და გამომცხვარი წიწაკის სოუსით
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
2
0-200 Kcal
ingredients
170 170 გრ. სიბასი
80 80 გრ. პრასი
150 150 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა
30 30 გრ. ნუში
15 15 გრ. თხილი
10 10 გრ. ნიორი
50 50 მლ. ზეითუნის ზეთი
15 15 მლ. წითელი ღვინის ძმარი
20 20 გრ. პომიდვრის ჩირი
10 10 გრ. ბაზილიკი
30 30 გრ. ლიმონი
1 1 მწიკვი დაღერღილი წითელი წიწაკა
1 1 მწიკვი პაპრიკა
1 1 მწიკვი ორეგანო
step 1
კერძის მომზადება დაიწყეთ სოუსით. გარეცხეთ ბულგარული, გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი. ამის შემდეგ გააცალეთ კანი და თესლი, მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ ლიმონის ცედრა, ნუში, თხილი, ნიორი, ზეთი, ძმარი , პომიდვრის ჩირი, ბაზილიკი, წიწაკა, მარილი, პაპრიკა, ორეგანო და დააბლენდერეთ.
step 2
პრასი გაასუფთავეთ და გარეცხეთ (უკეთესი იქნება თუ უცხოურ პრასს გამოიყენებთ, ნაკლებად ინტენსიური გემო აქვს და უფრო ხორციანია) ცოტა ხანი ორთქლის აბაზანაზე მოათავსეთ ლიმონთან ერთად ან შეგილიათ რამოდენიმე წუთით ჩაუშვათ ლიმონიან მდუღარე წყალში. შემდეგ გადავიტანოთ გრილზე მოვასხათ ცოტა ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად დაბრაწეთ ყველა მხრიდან.
step 3
პარალელურად თევზი გაასუფთავეთ ფარფლებისგან და აიღეთ ფილე (თუ სურვილი გაქვთ შეწვით მთლიანი) თუ ფილეს წვავთ ვერტიკალურად გაჭერით კანი რამოდენიმე ადგილას მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეთი.
step 4
შეწვით ჯერ კანის მხირდან, კარგად რომ მოიბრაწება (დაახლოეით 4 წუთი) ამოაბრუნეთ, დაახლოებით 1 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე და გადმოდგით.

How To Serve

გადაიტანეთ თეფშზე პრასი, ზემოდან თევზის ნაჭრები დააწყვეთ და სოუსი ან ზემოდან მოასხით ან გვერდით.