ჩაის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდით აყენებენ. ჩვენ ჩაის დაყენების კლასიკურ რეცეპტს გთავაზობთ.
ჩაი საუკეთესო ნაყენი რომ მივიღოთ, მხოლოდ კარგი ხარისხის ჩაის ფოთლები არ კმარა. აუცილებელია, ჩაიდანი იყოს თბილი და მშრალი. მთავარია, დაყენებისას დოზები დავიცვათ. შავი ჩაის მოსამზადებლად, საჭიროა, ერთ ჭიქა წყალში ერთი სავსე ჩაის კოვზით ფოთლები ჩავყაროთ. ხოლო, მწვანე ჩაის მისაღებად, საჭიროა ერთი არასავსე ჩაის კოვზით ჩავუშვათ ფოთლები ერთ ჭიქა წყალში. დიდი პორციის ჩაის დაყენებისას, ჩვეულებრივ დოზებს კიდევ ერთი სავსე ჩაის კოვზი უნდა დაუმატოთ.
როგორც აღვნიშნეთ დიდი მნიშველობა აქვს ჩაის ხარისხს, მაგრამ როგორ ჩაის ადაყენებთ ამაზე, არანაკლებ, მოქმედებს წყლის დუღილის ტემპერატურა.
სხვადასხვა სახეობის ჩაის დასამზადებლად სხვადასხვა ტემპერატურის წყალი გამოიყენება. მწვანე ჩაისთვის გამოდგება ადუღებული წყალი, რომელიც დუღილის პირველ სტადიაზეა. თეთრი ჩაი სასურველია, უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე მოვხარშოთ,მაგალითად 50-დან 70 გრადუსამდე. შავი ჩაის დასაყენებლად საჭიროა 95 გრადუსზე ადუღებული წყალი. ხოლო, ცეილონის ჩაისთვის 80-90 გრადუსიანი ტემპერატურაც საკმარისია.