Search
ან
ჩაის კლუბი

ჩაის სმის კულტურა აზიიდან მოდის, თუმცა, საუკუნეებია, რაც ამ მცენარეს პატივისცემით  ეპყრობიან ბრიტანეთში. აქ,  ჩაის სმის რიტუალი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, ამ მცენარის მიმართ, არანაკლები ინტერესია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ამიტომაა,რომ  ყოველ წელს ჩაის ახალ-ახალი რეცეპტები ჩნდება.

ინგლისური ჩაი - ადუღებული წყალი გამოვავლოთ ჩაიდანში და  ჩაის ფოთლები ჩავყაროთ.  თავსახური დავახუროთ და  ფოთლები ორთქლში მოსახარშად დავტოვოთ. 7 წუთის შემდეგ, დავასხათ ადუღებული წყალი. გადმოვღვაროტ ფინჯანში და ნაღებთან ან რძესთან ერთად მივირთვათ.

ბალახეულის ჩაი - როგორც აღვნიშნეთ, ჩაი მსოფლიოში პოპულარული სასმელია. მისი მომზადება ტრადიციული მეთოდის გარდა, ბალახეულისა და ხილის დამატებით ხდება. ბალახეული ჩაი მატონიზირებელია. მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. აქვს სასიამოვნო გემო და სასარგებლო თვისებები.

ბავარიული პიტნა -  განსაკუთრებული ჩაია, რომელიც რამდენიმე ბალახის ნაზავია. ის,  ჟენშენისა და როიბუშის კოქტეილია.    

 ხილის ჩაის მიმართ ინტერესი  80-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ეს იმიტომ,რომ ამ დროს  ბაზარში  პირველად გამოჩნდა  ხილის ნაჭრების ასორტი.  ხილის ნაჭრების ერთმანეთში არეული არომატი ამ სახეობის ჩაის  ფოიერვერკად აქცევს. მას, გრილი გაზაფხულის გემო აქვს. განსაკუთრებული პოპულარობით კენკრის  ჩაი სარგებლობს, ამ ინტენსიური არომატის სითხეს წითელი ხილის ფლეში ჰქვია.