სერვირება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დეკორაცია. ნებისმიერი სუფრის გაწყობის დროს მას ისევე უნდა დროის დათმობა, როგორც კერძების მომზადებას და სტუმრების მოპატიჟებას. სერვირების ფერების შერჩევისას, პირველ რიგში ხაზი ესმევა სუფრის ხასიათს და მიზეზს. სუფრის ზედაპირის და ხელსაწყოების გარდა, ფერების ჩართვა შესაძლებელია ხელსახოცების, ბაფთების, სანთლების და სხვა აქსესუარების მეშვეობითაც.
დავიწყოთ თეთრი ფერით - ის კლასიკურია, მაგრამ გამოიყურება ჩვეულებრივად. თეთრ ფერებში გაწყობილი სუფრა წაუგებელი არჩევანია, ხოლო მისი ხასიათი დამოკიდებული ხდება სხვა ფერებზე, რომლებიც მასთან შეხამებულია.
ვერცხლისფერი და ოქროსფერი შეხამება ქმნის საქორწინო და საოჯახო დღესასწაულის შეგრძნებას. წითელი და ლურჯი - საახალწლო განწყობას, ნარინჯისფერი - საშემოდგომოს, ფერადი - საზაფხულოს. პასტელური ტონები თეთრთან შეხამებაში ქმნიან რომანტიული ვახშმის კომპოზიციას.
მწვანე - ბუნების და სიახლის ფერია, მას შეუძლია განაახლოს სუფრის ხასიათი და არ შეუშალოს სხვა ფერებს თავის ხასიათების გამოვლინებაში.
ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ფერია - ნაცრისფერი. ის იმდენად ნეიტრალურია, რომ მასთან შესაძლებელია როგორც ცივი, ასევე თბილი ტონების შეხამება. ნაცრისფერს უხდება რკინის და სარკის ელემენტებიც.
საბოლოო ჯამში, ფერთა შეხამება დამოკიდებულია ფანტაზიაზე. არ მოგერიდოთ ექსპერიმენტების ჩატარება და მრავალფეროვანი ვარიანტების ცდა, რომლებიც, თქვენი აზრით შესაძლოა ყველაზე მეტად მოუხდეს სუფრის ხასიათს და საზეიმო ვითარებას.