Search
ან
ფერადი ცომი და ნატურალური საღებავები

თუ საკვების მომზადებისას კრეატიული და არაჩვეულებრივი მიდგომებისთვის მზად ხართ, სავარაუდოდ გიფიქრიათ თქვენი ნახელავისთვის ახალი ფერის მინიჭებაზე. ქიმიური საღებავები არც თუ ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არსებობს მრავალი ნატურალური ხერხი საკვების შესაღებად.

ვარდისფერი და წითელი ფერისთვის გამოიყენება ჭარხალი. მისი წვენი არ შეცვლის კერძის გემოს.
ჭარხალი კარგად უნდა გაირეცხოს და დაბლენდერდეს წყალთან ერთად. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, გაწურეთ ჭარხალი და მიღებული წვენი გამოიყენეთ, როგორც საღებავი.
წითელი ფერის მისაღებად ასევე გამოიყენება ალუბალი, ბროწეული და ჟოლო.

ნარინჯისფერის მისაღებად გამოიყენება გოგრა ან სტაფილო.
გაფცქვენით სტაფილო, გახეხეთ და მოათავსეთ ცხელ ტაფაზე. მოთუშეთ კარაქთან ერთად ნელ ცეცხლზე, შემდგომ გააციეთ და გაწურეთ. ამ გზის ალტერნატივაა უბრალოდ სტაფილოს გაწურვა წვენსაწურში.

ყვითელი ფერის მისაღებად გამოიყენება კურკუმა. ფრთხილად იყავით, მას შეუძლია კანის, ტანსაცმლის და თქვენი ჭურჭლის შეღებვაც კი. 
1 ჩაის კოვზი ფხვნილი შეურიეთ 1/2 ჭიქა წყალთან და წამოადუღეთ, გააციეთ და გამოიყენეთ სურვილისამებრ. ეს საღებავი ინახება 1 კვირის განმავლობაში.

მწვანე საღებავი მიიღება ფხალის ფოთლებსგან. დაამატეთ ფხალს წყალი 1:1 პროპორციით და დააბლენდერეთ, გაწურეთ და თქვენი მწვანე ფერის საღებავი მზად არის.

 

ყველაზე რთულად მისაღები ფერი არის ლურჯი, ამისთვის იყენებენ ბადრიჯნის ქერქს ან შავ ღვინოს. 
ჩვენს შემთხვევაში საფერავი გვაძლევს იასამნისფერ, მოლურჯო ან მუქ ლურჯ შეფერილობას.
შესაძლებელია მოცვის გამოყენებაც, პროპორციებით 2:1 წყალთან. დააბლენდერეთ და გაწურეთ. 
 

ექსპერტის რჩევები