ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ჩუროსი
ქართველებისთვის ე.წ."პონჩიკები" და "პიშკები" ყოველდღიურობის ნაწილია, მექსიკაშიც არსებობს ამგვარი დესერტი, მას ჩუროსი ქვია და ბევრი განსხვავებული ცომის ვარიაციით კეთდება. ჩემი საყვარელი კი ბანანისა და გოგრისაა. ამ რეცეპტში გოგრის ვარიანტს გავაკეთებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ ბანანი და გოგრა ურთიერთ შენაცვლებადია. რაც შეეხება თვითონ რეცეპტს, ამ კერძის მეტსახელი სიყვარულის ხრაშუნა ფუშფუშაა, რასაც ძალიან ლოგიკური განმარტება აქვს, ჩუროსი თან ფუშფუშაა, თან ხრაშუნობს და თან გასინჯვისთანავე გიყვარდება.

რაჭული ლობიოს წვნიანი
როგორც უმეტესობა რაჭული ლობიოს კერძი, რაჭული ლობიოს წვნიანიც მყარად დგას რაჭული ლორის მხრებზე. რაჭული ლორი ქართული ლორების სიამაყეა, ჩვენი ხამონი, ჩვენი პროშუტო, ჩვენი დამარილებული ხორცის არომატი. მიკვირს, რატომ არ იყიდება მაღაზიებში. ამ კონკრეტული ლორის წარმომავლობა სოფელი სადმელიდანაა. იქვე ჩნდება კითხვა, რატომ ეს რეცეპტი, რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული? ის, რომ ამბროლაურის ცენტრში მყოფ სასადილოში ვჭამე და ადგილზევე მივხვდი, რომ ამ კერძის რეცეპტის გარეშე ცხოვრება ბევრად უინტერესო იქნებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რეცეპტი მზარეულს ორ საათიანი წვალების შედეგად გამოვძალე და ახლა მინდა, რომ გააკეთოთ და თქვენით იგემოთ ეს ამბროლაურული საოცრება.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი



















































































































