სუპი, რომლის მომზადებაც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში!
უგემრიელესი, ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით აღსავსე, მსუყე და განუმეორებელი მოლე დე ოლა.
თქვენ დაგჭირდებათ:
4 ნაჭერი საშუალო ცხიმის მქონე საქონლის ხორცი
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
50 გრ. ქინძი
5 წითელი წიწაკა
2 კარტოფილი
2 სტაფილო
400 გრ. მწვანე ლობიო
2 ტარო სიმინდი
ხორცი გარეცხეთ და დადგით მოსახარშად, დაამატეთ მარილი გემოვნებით, ქინძი, ნახევარი ხახვი და დატეხილი სიმინდი. მოხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
მოათავსეთ ბლენდერში წიწაკა, 100 გრ ხორცის ბულიონი, 2 კბილი ნიორი, დანარჩენი ხახვი, კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ ხორცს. ვადუღოთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
გაფცქვენით კარტოფილი და სტაფილო და დაჭერით. ასევე მოათავსეთ ქვაბში. ადუღეთ კიდევ 10 წუთი. თუ კარტოფილი მზად არის, მაშინ დაამატეთ მწვანე ლობიოც. კიდევ ცოტახნიით დააყოვნეთ ცეცხლზე.
ამ კერძს ძალიან უხდება ლაიმი და ლიმონი. გემრიელად მიირთვით.