Search
ან
ლეღვის ბრუსკეტა

შემოდგომის უგემრიელეს ხილთან ერთად გთავაზობთ მიირთვათ ეს არაჩვეულებრივი კერძიც. გემოების ეს კომბინაცია ნამდვილად გაგაოცებთ. 
ლეღვის ბრუსკეტისთვის დაგჭირდებათ:

3 ცალი თხელკანიანი ლეღვი (სასურველია შავი ლეღვი) 
თხის ყველი - 100 გრ.
3 ცალი მცირე ზომის პომიდორი
10 გრ. მწვანე რეჰანი (ბაზილიკი) 
3 პურის ნაჭერი

პომიდორს გააცალეთ კანი, და დაჭერით ზედ პურზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ასევე მოაყარეთ რეჰანიც. შედგით ღუმელში 15 წუთით 200 გრადუსზე. 
მანამდე კარგად გარეცხეთ ლეღვი და დაჭერით კანიანად. ბრუსკეტაზე ჯერ მოათავსეთ თხლად დაჭრილი ყველი, მოაყარეთ რეჰანი და ზემოდან დაალაგეთ ლეღვის ნაჭრები.

მიირთვით გემრიელად.

თეგები

ექსპერტის რჩევები