Search
ან
ჯანსაღი დესერტი - საზამთრო და ნესვი

 საზამთრო და ნესვი - გვიანი ზაფხულის უნიკალური ხილია, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით წყალს და ვიტამინებს. ორივე ხილი ორგანიზმს ხელს უწყობს ტოქსინების გამოყვანაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში. სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს პროდუქტები ჩვენი მაღაზიის დახლებზე, გთავაზობთ მათი მეშვეობით ჯანსაღი დესერტის დამზადებას, თქვენ დაგჭირდებათ:
ნაყინის ბურთულების ამოსაღები ხელსაწყო და
1/4 - საზამთრო
1/2 - ნესვი
30 გრ. თაფლი
30 გრ. პიტნა
ამოიღეთ თანაბარი რაოდენობის ბურთულები საზამთროდან და ნესვისგან. საზამთროს ზედაპირზე მყოფი კურკები ამოაცალეთ. ბურთულების ზუსტად ნახევარი ამოავლეთ თაფლში, დანარჩენებს კი ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პიტნა. აურიეთ ბურთულები ერთმანეთში და გემრიელად მიირთვით.

თეგები

ექსპერტის რჩევები