Search
Or
ვზრდით ჩვენს მწვანილს

კამა, ქინძი და ოხრახუში. 
ამ 3 სახეობის მწვანილს ყველაზე ხშირად ვიყენებთ. ზოგჯერ მათი შეძენა გვავიწყდება, ან რამეში გვაკლდება, ან ვხვდებით, რომ რამეს მოუხდებოდა და შეძენილი არ გვაქვს. ამიტომ კარგი იქნებოდა, ყოველთვის საკუთარი მწვანილი გვქონდეს სახლში "ვაი და რა ხდება" სიტუაციებისთვის. თანაც ზედმეტი მწვანე სახლში არასდროს არ არის, რადგან ის ხელს უწყობს ჟანგბადის მოგროვებას, სიგრილეს და ინტერიერის სილამაზესაც კი.

დათესვის პერიოდი გრძელდება მარტიდან - სექტემბრამდე. 
თქვენ დაგჭირდებათ:
სასურველი მწვანილის თესლი
მოგრძო ფორმის ქოთანი
საკმარისი ყვავილის მიწა
გრუნტი (პემზის ქვა) 

ქოთნის ძირზე მოათავსეთ პემზის ქვები, მოაყარეთ ყვავილის მიწა. ზედაპირზე გააკეთეთ 1 სმ. სიღრმის ორმოები, ერთმანეთისგან 2-2 სმ. დაშორებით. მოათავსეთ შიგნით თესლი. ორმოებს მსუბუქად მოაყარეთ მიწა და მსუბუქად მორწყით. 

შესაბამისი მოვლის შემთხვევაში, რაც ძალიან რთული არ არის, თქვენ რამდენიმე თვეში გექნებათ სრულფასოვანი მწვანილეული, რომელიც საკუთარი ხელით გამოზარდეთ.

Expret Advices