ზამთრისთვის მზადება კომპოტების მოხარშვით იწყება. კომპოტი სხვადასხვა ინგრედიენტისგან მზადდება, მაგრამ ხილის ასორტის კომპოტს განსაკუთრებული გემო აქვს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
500 გრამი ხილი (თქვენი ფანტაზიის შესაბამისი სახეობების)
1 ლიტრი წყალი
1,5-2 გრამი ლიმონის მჟავა
მომზადება: წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩაყარეთ შაქარი, ლიმონის მჟავა, გარეცხილი და დაჭრილი ხილი. მოადუღეთ 7-10 წუთის განმავლობაში (სანამ ვაშლი დარბილდება).
მძაფრი, მაგრამ სასიამოვნო გემო აქვს მანდარინის კომპოტს. მას ვაშლთან ერთად თუ მოხარშავთ, ციტრუსისთვის დამახასიათებელი მწარე გემო შემსუბუქდება.
მანდარინს ქერქი გააცალეთ და ლებნებად დააწყვეთ. კანს მოაცალეთ თეთრი რბილობი და დაჭერით წვრილად. შემდეგ, დაასხით 1 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. გადმოიღეთ თუშფალანგზე. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, აურიეთ, დაამატეთ მანდარინის ცედრა (კანი), გასუფთავებული და დაჭრილი ვაშლი. დადგით ქურაზე და 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. მომზადების შემდეგ კომპოტს დავამატოთ გასუფთავებული მანდარინი და თქვენი ზამთრის სანოვაგე მზადაა.
იშვიათი კომპოტების სიაშია შავი ყურძნის კომპოტიც. ის რომ მოამზადოთ, შემდეგი ინგრედიენტებია საჭირო:
500გრ. შავი ყურძენი (იზაბელა ან სხვა სახეობის)
3 ჩ/ჭ. შაქარი.
ყურძენი დავკეკლოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ 3 ლიტრიან ქილაში. შემდეგ, შაქარი დავაყაროთ და რამდენიმე წუთში დავასხათ წყალი.შეეცადეთ, ქვაბი წყლით პირამდე გაავსოთ. შემდეგ, კარგად დაახურეთ სახურავი და წამოადუღეთ 20 წუთით.