Search
Or
ბანანის და შვრიის სმუზი

გნებავთ სასმელი დაარქვით, გნებავთ საჭმელი, ის იდეალური ინგლისური საუზმეა თქვენი ორგანიზმისთვის. გემრიელი და სასარგებლო. ბანანის სმუზი შვრიით, იოგურტით და თაფლით.

თქვენ დაგჭირდებათ:
¼ ჭიქა შვრია
½ ჭიქა იოგურტი
1 ბანანი
½ ჭიქა რძე
2 ჩაის კოვზი თაფლი
¼ ჩაის კოვზი დარიჩინი
თხილეული გასაფორმებლად

გაასუფთავეთ ბანანი და დაჭერით დიდ ნაჭრებად. მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ იოგურთი, თაფლი, შვრიის ფანტელები, რძე და დარიჩინი.
ათქვიფეთ იქამდე, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი.


მოათავსეთ მაღალ ჭიქაში, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილეული და გააფრომეთ სურვილისამებრ.

 

Expret Advices