იცით, თუ არა რომ...
რუსეთში 1912 წელს აღინიშნებოდა ნაპოლეონის მოსკოვიდან განდევნის 100 წლისთავი. ამ იუბილესთან დაკავშირებით მომზადებული იყო მრავალი ახალი კერძი და სასმელი. მათ შორის გაჩნდა ახალი ნამცხვარი - ფენოვანი ცომით და კრემით, სამკუთხედის ფორმის, რომელიც მიმსგავსებული იყო ნაპოლეონის ცნობილ სამკუთხედ ქუდთან. "სამკუთხედა" განსაკუთრებით აქტიურად ასოცირდებოდა იმპერატორთან მიხეილ ლერმონტოვის ლექსების შედეგად - რადგან ის ყოველთვის აღწერდა ნაპოლეონს სამკუთხედი ფორმის ქუდში.
ნამცხვარს მალევე შეარქვეს "ნაპოლეონი".
იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში ნამცხვარს ფორმა შეეცვალა, ჩვენ მას მაინც ვიცნობთ როგორც ნაპოლეონს.
ასე მიაღწია ნაპოლეონის სახელმა უკვდავებას კულინარიაში.