ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ფხალის როლები
ეს არ არის დამოუკიდებელი კერძი, სწრაფი კლასიკური ინგრედიენტების მიქსი უფროა, საინტერესო გემოს მიღების მიზნით. თანაც, სერვირებისთვის საინტერესო ხერხს გამოვიყენებთ, რომ კარგად ნაცნობი ცოტა უცნაური და უცხო გავხადოთ.

გამოყვანილი კალმახი
სითბური დამუშავება კერძების მომზადების ერთადერთი ხერხი არ არის. შებოლვა, დამარილება, ალკოჰოლით გამოყვანაც მიღებული ხერხებია. მე მიყვარს უმი თევზის გემო, ამიტომ მივმართავ ერთადერთ ქართულ გამოსავალს - მარილში და ალკოჰოლში გამოყვანილ თევზს.ამ კერძს აქვს თევზის ის არომატი, რაც თევზის ნებისმიერ მოყვარულს სიამოვნებს, აქვს სასიამოვნო, ხავერდოვანი ტექსტურა, მაგრამ არაა უმი, არის ყოვლად უვნებელი და ძალიან გემრიელი. თანაც, რომ არ დაემსგავსოს სკანდინავიურ გრავლაქსს, მკაფიოდ ქართულ არომატებში გავახვევთ. ეს კერძი იდეალური იქნება მარხვის დროს, როცა თევზით ხსნილია.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი

















































































































