Search
Or
მარტივი იდეა ლანჩისთვის - ქათმის სალათი

თუ თქვენ სამსახურის მერე დაკავებული ხართ სპორტით და ფიტნესით, მაშინ თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ ცილების მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია დაღლილი კუნთების აღსადგენად.
გთავაზობთ შუადღის ლანჩს - ქათმის სალათი პომიდვრით და კიტრით. ბოსტნეული აღადგენს მჟავიანობის ნორმას თქვენს ორგანიზმში, რაც ხორცის გადამუშავებაში დაგეხმარებათ.

რა დაგჭირდებათ:

ქათმის მკერდი

1 პომიდორი
2 კიტრი
1 ხახვის თავი
½ ჭიქა ზეთის ხილი კურკის გარეშე
½ ლიმონი
100 გ. ფეტას ყველი
ზეითუნის ზეთი
5 გ. ორეგანო
5 გ. რეჰანი
მარილი, პილპილი, სუნელები - გემოვნებით.


ქათმის მკერდი მოვხრაკოთ, გავაციოთ. ხორცი, პომიდორი და კიტრი დავჭრათ მსხვილად, ხახვი კი რგოლებად. ზეთის ხილი დავჭყლიტოთ, ყველი დავფშხნათ კუბიკებად. ყველაფერი ერთად ავურიოთ. სოუსს ვამზადებთ ლიმონის წვენისგან, ზეითუნის ზეთისგან და სასურველი სუნელებისგან.
მოასხით სალათს სოუსი და გემრიელად მიირთვით!

რჩევა: თუ არ გეშინიათ თანამშრომლების შეწუხება დღის განმავლობაში, ქათმის შეწვის დროს წაუსვით მას ნიორი, რაც ხორცს უფრო გემრიელს გახდის.

Expret Advices