კიდევ ერთი უგემრიელესი უგლუტენო დესერტი - ქოქოსის ორცხობილები.
ინგრედიენტები:
400 გრ. ტკბილი ქოქოსის ფანტელები
1 ჭიქა დაჭრილი ნუში
1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
¾ ჭიქა შაქარი
1 მწიკვი მარილი
4 კვერცხის ცილა
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსამდე.
მოათავსეთ დიდ ჯამში ქოქოსის ფანტელები, ნუში, ლიმონის ცედრა, შაქარი და მარილი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ კვერცხის ოდნავ ათქვეფილი ცილა და კარგად გადაურიეთ.
მოათავსეთ საცხობ ლანგარზე საცხობი ქაღალდი. ერთმანეთის მოშორებით დასვით თითო სუფრის კოვზი ცომი.
აცხვეთ 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!