Search
ან
ჟოლოს სორბეტი

ვაგრძელებთ უგლუტენო კერძების სერიას. ამჯერად ვისწავლით როგორ მოვამზადოთ მარტივი, გემრიელი და სასარგებლო, ჟოლოს სორბეტი.

ინგრედიენტები:

5 ჭიქა ჟოლო

1 ჭიქა წყალი

1 ½ ჭიქა შაქარი

1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

2 ჩ.კ. ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

მოათავსეთ წყალი და ჟოლო ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. გაატარეთ საცერში. დაამატეთ შაქარი, ვანილი და ლიმონის წვენი. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. შაქარი უნდა გალღვეს. მოათავსეთ ჯამში და შეინახეთ საყინულეში საათნახევრით. შემდგომ, ამოიღეთ საყინულედან და კარგად გადაურიეთ. გაიმეორეთ პროცესი 4-ჯერ. ამის შემდეგ სორბე მზად იქნება.

თეგები

ექსპერტის რჩევები