გაგისინჯავთ საზამთროს ლიმონათი? თუ არა, უგემრიელესი რეცეპტი გვაქვს!
ინგრედიენტები:
400 გრ. საზამთრო
2 ს.კ. ლიმონის წვენი
10 გრ. პიტნა
1/4 ჭიქა შაქარი
4 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
გააკეთეთ საზამთროს პიურე. გაატარეთ საცერზე. დაამატეთ შაქარი, პიტნის ფოთლები და წყალი. ურიეთ სანამ შაქარი არ გალღვება.
გადაასხით ჭიქებში და მიირთვით ყინულთან ერთად.