BLT ქათმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სენდვიჩია.
ამჯერად, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ BLT სალათის რეცეპტი.
ინგრედიენტები:
2 ქათმის ფილე
50 გრ. ბეკონი
100 გრ. ჩერი პომიდორი
100 გრ. სალათის ფოთლები
1 ჭიქა კუბებად დაჭრილი თეთრი პური
5 გრ. როზმარინი
100 გრ. გამლღვარი კარაქი
საკმაზი:
1 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი
3 ს.კ. კეფირი
4 ს.კ. მაიონეზი
2 კბილი ნიორი
100 გრ. გახეხილი პარმეზანი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი საქცობ ლანგარზე. მოათავსეთ დაჭრილი პური, მოასხით კარაქი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და როზმარინი. შედგით ღუმელში დაახლოებით 7-10 წუთით.
მოაყარეთ ქათმის ფილეს მარილი და პილპილი. შეწვით გრილზე. მობრაწეთ ბეკონი.
გარეცხეთ ბოსტნეული. „დახიეთ“ სალათის ფურცლები, გაჭერით შუაში ჩერი პომიდორი.
დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად შემწვარი ქათმის ფილე.
გაარჩიეთ და დაკეპეთ ნიორი. მოათავსეთ საკმაზის ინგრედიენტები ბლენდერში და ათქვიფეთ.
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი თეფშზე, მოაყარეთ გახუხული პური და მოასხით საკმაზი.