დარიჩინის ფუნთუშები ან იგივე როლები - ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი, რბილი და ფუმფულა დესერტი. თუ სამზარეულოში ფუსფუსი არ გეზარებათ და გსურთ ოჯახის წევრები გაახაროთ - ეს რეცეპტი თქვენთვის არის!
ინგრედიენტები:
ცომი
15 გრ. საფუარი
½ ჭიქა თბილი წყალი
½ ჭიქა ადურებული რძე
¼ ჭიქა შაქარი
1/3 ჭიქა კარაქი
1 ჩ.კ. მარილი
1 კვერცხი
4 ჭიქა ფქვილი
გულსართი
½ ჭიქა გამლღვარი კარაქი
¾ ჭიქა შაქარი
2 ს.კ. დარიჩინი
¾ ჭიქა ქიშმიში
სოუსი
4 ს.კ. კარაქი
2 ჭიქა დაფქული შაქარი
1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
4 ს.კ. ცხელი წყალი
მომზადების წესი:
მოათავსეთ საფუარი პატარა ჯამში და დაასხით თბილი წყალი. დაელოდეთ, რომ მთლიანად გაიხსნას. ცალკე ჯამში მოათავსეთ რძე, შაქარი, გამლღვარი კარაქი, კვერცხი და მარილი. ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ ორი ჭიქა ფქვილი და ისევ ათქვიფეთ. შემდგომ, დაამატეთ საფუარი და დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, გადადეთ ჯამში, გადააკარით გრინი და დადეთ თბილ ადგილას. ცომი დაახლოებით ორჯერ უნდა გაიზარდოს ზომაში.
როდესაც ცომი ამოვა, გააბრტყელეთ და დაჭერით გრძელ, ვიწყო ნაჭრებად. წაუსვით გამლღვარი კარაქი, მოაყარეთ შაქრისა და დარიჩინის მიქსი, შემდგომ კი ქიშმიში და თხილი. გადაახვიეთ ცომის ნაჭრები.
წაუსვით საცხობ ჭურჭელს კარაქი და მოაყარეთ შაქარი. მოათავსეთ როლები და დააყოვნეთ დაახლოებით 45 წუთი, რომ ცომი კიდევ ერთხელ ამოვიდეს. შემდგომ, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
სანამ ფუნთუშები ცხვება, მოამზადეთ სოუსი.
გამლღვარ კარაქში ჩაყარეთ დაფქული შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. დაამატეთ თითო-თითო კოვზი თბილი წყალი, სანამ არ მიიღებთ თქვენთვის სასურველ კონსისტენციას.
მოასხით სოუსი გამომცხვარ ფუნთუშებს.