Search
ან
შოკოლადის ორცხობილები

გაახალისეთ ოჯახის წევრები შოკოლადის უგემრიელესი ორცხობილებით.

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ფქვილი

¼ ჩაის კოვზი სოდა

¼ ჩაის კოვზი მარილი

½ ჭიქა ყავისფერი ჩაქარი

¼ ჭიქა შაქარი

4 სუფრის კოვზი კარაქი (რბილი)

2 სუფრის კოვზი მაწონი

½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

1/3 ჭიქა რძიანი შოკოლადი

მომზადების წესი:

აურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა და მარილი.

ათქვიფეთ მიქსერით შაქარი, მაწონი, კარაქი და ვანილის ექსტრაქტი. დაამატეთ წინასწარ მომზადებული ფქვილის მასა, ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე ან გადაზილეთ ხელით.

დაამატეთ შოკოლადი და კარგად გადაურიეთ.

გადააკარით ცომს გრინი, შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.

გადაუსვით საცხობ ლანგარს კარაქი ან გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი. დაყავით ცომი სასურველი ზომის ბურთულებად. 

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით! 

თეგები

ექსპერტის რჩევები