გრეიფრუტი საკმაოდ სასარგებლო ციტრუსია, რომელიც ფორთოხლისა და თურინჯის ჰიბრიდიზაციის შედეგად წარმოიქმნა. მსოფლიოს მის შესახებ ბოტანიკოსმა გრიფიტ ჰიუჯესმა შეატყობინა, სახელად კი, არც მეტი არც ნაკლები - „აკრძალული ხილი“, შეურჩია.
არსებობს დაახლოებით 20 ჯიში, ნაწილს მოთეთრო ან ყვითელი გული აქვს, ნაწილს - ვარდისფერი ან წითელი. რაც უფრო წითელია გრეიფრუტის გული, მით უფრო ტკბილია ნაყოფი.
გრეიფრუტი დიეტურ ხილად ითვლება. შეიცავს სულ რაღაც 32 კალორიას. აგრეთვე А, РР, С, D, В1, B2 და B9 ვიტამინებს. მდიდარია მინერალებითაც - კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, იოდი, რკინა, მანგანუმი, ცინკი და ფტორი.
გრეიფრუტი განდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს, ხელს უწყობს შაქრის დონის დაკლებას. ებრძვის ათეროსკლეროზს და არეგულირებს არტერიულ წნევას. ახლად დაწურული გრეიფრუტის, ლიმონისა და ფორთოხლის წვენის ნაზავი სასარგებლოა ორსულებისთვის, განსაკუთრებით კი ზამთარში. გრეიფრუტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს ძილის ნორმალიზაციას და ებრძვის თავის ტკივილს.
გრეიფრუტი რეკომენდირებულია წონაში დაკლების მსურველთათვისაც. ამ შემთხვევაში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მიირთვათ ან დალიოთ ახლად დაწურული წვენი.