კენკრის საკმაზი შესაძლოა ოდნავ უჩვეულოდ ჟღერდეს, თუმცა, გვენდეთ - არ ინანებთ.
ინგრედიენტები:
100 მლ. კეფირი
50 გრ. ცოცხალი ან გაყინული კენკრა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
დაფქული წითელი წიწაკა და მარილი - გემოვნებით.
ათქვიფეთ ბლენდერში კენკრა და კეფირი. შემდგომ დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ისევ ათქვიფეთ. გადმოასხით. დააყოვნეთ 20-30 წუთი.
მიირთვით შემწვარ ხორცთან ერთად.