Search
Or
პიტნის შაქარი

ზამთარი პიტნიანი ჩაის გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ხმელი პიტნა, არც ისე ცუდი ვარიანტია, თუმცა, ჩვენ უკეთესი ვიპოვეთ! 

პიტნის შაქრის მომზადება ძალიან მარტივია. გარდა ამისა, თუ მოინდომებთ, არა მხოლოდ ჩაის, არამედ მოჰიტოს გაკეთებასაც შეძლებთ. 

200 გრამ პიტნას დაახლოებით 80 გრამი შაქარი სჭირდება, შეგიძლიათ მეტიც გამოიყენოთ. ასევე, დაგჭირდებათ ერთი ლიმონი. 

მომზადების წესი:

გარეცხეთ პიტნა. გამოიყენეთ მხოლოდ ფოთლები. გაატარეთ ბლენდერში ლიმონის წვენთან ერთად, შემდგომ დაამატეთ შაქარი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. 

გადაანაწილეთ სასურველი ზომის ქილებში და გაყინეთ. 

 

Expret Advices