Search
ან
სატაცური

სატაცური საკმაოდ გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულია. მისგან ამზადებენ წვნიანს, მიირთმევენ როგორც გარნირს, ზოგჯერ დესერტშიც კი იყენებენ.

სატაცურის სამშობლო ხმელთაშუა ზღვისპირეთია. ის ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან არის კულტივირებული, თუმცა, თავდაპირველად მედიცინაში იყენებდნენ, როგორც შარდმდენსა და სისხლის გამწმენდს.

სატაცური შეიცავს K, A, C, E და B კომპლექსის ვიტამინებს.  აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, სელენს, სპილენძს, მანგანუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას. აღსანიშნავია ისიც, რომ 100 გრამი სატაცურის ენერგეტიკული ღირებულება სულ რაღაც 20 კალორიაა.

უმჯობესია მიირთვათ სატაცური ყიდვის ან მოკრეფისთანავე - შენახვის პროცესში პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებებს.

გარდა ამისა, ბეკონში გახვეული, ღუმელში გამომცხვარი სატაცური - ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი გარნირია. 

თეგები

ექსპერტის რჩევები