ნუში ვარდისებრთა ოჯახის, კურკოვანი გვარის მცენარეა. მსოფლიოში მისი 40-მდე ჯიშია გავრცელებული, თუმცა საქართველოში მხოლოდ ორი ხარობს - ჩვეულებრივი ნუში და ენდემური ქართული ნუში.
დღესდღეობით, ნუშის ყველაზე უხვი მოსავალი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდის. აღსანიშნავია, რომ ნუში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. იგი შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, B და E ჯგუფის ვიტამინებს, ცილებსა და ცხიმებს. გარდა ამისა, ტკბილი ჯიშის ნუში შეიცავს ბუნებრივ ზეთს, რომელსაც მედიცინაში იყვენებენ.
ნუშს იყენებენ სხვადასხვა სალათების შესაკმაზად. საკონდიტრო საქმე წარმოუდგენელია ამ პროდუქტის გარეშე. სწორად დაფქული ნუშისგან მზადდება ყველასათვის საყვარელი ფრანგული დესერტი - მაკარუნი. ნუში არაერთი ლიქიორის კომპონენტია, მათ შორის ყველაზე ცნობილია - Amaretto Disaronno. ნუშის სიროფს, იყენებენ კოქტეილებსა და ყავებში. მაგალითად, ყველასათვის საყვარელი Mai Tai-ს ერთ-ერთი საბაზისო კომპონენტი სწორად ნუშის სიროფია.
გაითვალისწინეთ, 100 გრამი ნუში შეიცავს დაახლოებით 600 კალორიას, ამიტომ, თუ წონაში მომატება არ გსურთ, შეეცადეთ დიდი რაოდენობით არ მიირთვათ.