Search
ან
ვაშლის ნათესავი კომში

კომში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. იგი სუბტროპიკულ კლიმატში იზრდება და ვარდყვავილოვანთა ჯიშს მიეკუთვნება. 

ნაყოფის ნახარში საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად და ღვიძლის დაავადებებთან საბრძოლველად გამოიყენება უხსოვარი დროიდან. 

კომშის ნახარშის საფენს ანთების საწინააღმდეგოდაც მიმართავენ.

კომშის ნიღაბი ფერიმჭამელების მოსაცილებლადაც გამოიყენება.  

ნიღბის შესაქმნელად საჭიროა გახეხილი კომშის ფაფა და ათქვეფილი კვერცხის ცილა. შემდეგ ამ ინგრედიენტთა საინტერესო შეხამების სახეზე მოთავსება. მისი 20 წუთით დაყოვნება და ცივი წყლით ჩამობანა. 

კომში დაჯილდოებულია კალციუმით მაგნიუმით კალიუმით, ვაშლისა და ლიმონის მჟავებით და სხვა მრავალი სიკეთით.  

ის მოიხსენიება როგორც ანტისეპტიკური შარდმდენი და სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება. 

კომში კალიუმის უაღრესად დიდ დოზას შეიცავს, სწორედ ამიტომ არის სასარგებლო ჰიპერტონიისა და გულსისხლძარღვთა დაავადების დროს. 

მას დადებითი გავლენა აქვს პიროვნების ფსიქიკაზე, ასტიმულირებს ორგანოებს და აუმჯობესებს განწყობას.  

 

  

 

თეგები

ექსპერტის რჩევები