მჭადის ფქვილი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია. ჭეშმარიტად ხარისხიანი მარცვლეულისგან კი ყველასათვის საყვარელი ქართული ცომეული - მჭადი მზადდება.
ჭადი განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში უყვართ.ქართული სამზარეულოს ამ წარმომადგენლის შექმნას წყალი ფქვილი და ტაფა ან კეცი სჭირდება, თუმცა, ფართოდ გავრცელებულია მჭადის ცომის ბორჯომით, სოდითა და რძით მოზელვაც.
თათარა წარმოუდგენელია სიმინდის ფქვილის გარეშე. მის მოსამზადებლად პურის ფქვილსაც იყენებენ. ქართული ნუგბარის კონსისტენცია ფქვილზე არის დამოკიდებული. მჭადის ფქვილის იმერულ ნიგვზიან ხარჩოსა და ღომშიც იყენებენ.
დაფქული სიმინდი კოსმეტკური მიზნებისთვისაც არანაკლები ინტენსივობით გამოიყენება. ფქვილისა და სოდის ნარევი სახისთვის უებარი გამწმენდი საშუალებაა. მისი გამოყენება ორ კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული.