Search
Or
შინდი


ზამთრისთვის ყველა დიასახლისს აქვს გადანახული ერთი ქილა შინდის კომპოტი, მურაბა ან ჯემი მაინც. შინდი სხვადასხვა  ვიტამინს  შეიცავს, აქვს გემრიელი მომჟაო გემო და სუნი, რომელსაც კილომეტრიდან გრძნობ. ტყეში იზრდება.  ორნაირია -  წითელი და მოყვითალო შეფერილობის. კავკასიაში, ძირითადად, წითელი შინდია გავრცელებული.  მონადირეებს თუ დავუჯერებთ, ის,  ფრინველის ხორცის მომზადებისას შეუცვლელი ინგრედიენტია. როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად შინდის მოტკბო-მომჟაო გემოს იხვის ან ბატის კერძს უხამებენ. ხშირ შემთხვევაში,  ეს კერძია - იხვის ხორცი შინდის ჩურჩით, რომლის საფირმო რეცეპტი ქვემოთ იხილეთ:

წყლით სავსე ქვაბში ვყრით იხვის წვრილად დაჭრილ ხორცს და ვდგამთ საშუალო ცეცხლზე.  დუღილის პროცესში, წყალს ქაფი უნდა მოვხდოთ. ქვაბშივე უნდა მოვათავსოთ ჯერ 500 გრამი დაჭრილი ხახვი, 3 ძირ ოხრახუშთან და ქინძთან ერთად, მერე უნდა მოვაყაროთ მარილი და დავასხათ  ერთ ჩაის ჭიქა ჩურჩას. შინდი წვნიანს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს აძლევს.  უკმაყოფილო არ დარჩებით.


კიდევ ერთი გემრიელობა მზადდება შინდისგან - შინდის საწებელი.
მომზადება  მარტივია.

1 ლიტრიან ჭიქაში ჩაყარეთ 3-4 კბილი ნიორი დაფქულ წითელ წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და ნიახური, დაასხით ადუღებული წყალი და 10 წუთი ადროვეთ. ამის შემდეგ, გადმოწურეთ, სითხეს დაუმატეთ მარილი გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი ძმარი, ამდენივე შაქარი, წამოადუღეთ და მოხუფეთ. საწებელი  გასაკუთრებულად უხდება ფრინველისა და თევზის ხორცს.