ფეფერბოი ქართულ სარესტორნო ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და გახდა პიონერი პან-აზიური სამზარეულოს მიმართულებით. პან-აზიური სამზარეულო თავის თავში მოიცავს აზიის სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების გაერთიანებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მენიუში იპოვით როგორც იაპონურ, ასევე კორეულ, ტაილანდურ და სხვა აზიური ქვეყნების კერძებს. აზიური კულტურა და სამზარეულო გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და ფეფერბოიმ, ქალაქში მანამდე უცნობი კერძები და კულტურა, ახლობელი და საყვარელი გახადა.
„აღმოაჩინე, გასინჯე, გაიმეორე“ — ეს Pepperboy-ის “მოტოა”. ჩვენი მიზანია, სტუმრებს შევთავაზოთ განსაცვიფრებელი გასტრონომიული გამოცდილება, რაც მაღალ ხარისხს, რეგიონისთვის დამახასიათებელ არომატებსა და ახალ გემოებს გულისხმობს. თითოეული კერძი ხანგრძლივი მუშაობის და ტესტირების შედეგად ხვდება მენიუში და გვჯერა, რომ აზიის კულინარიულ მრავალფეროვნებას სტუმრებამდე სათანადო პატივისცემით მივიტანთ.”
რესტორანი მდებარეობს ჭოველიძის 14 ნომერში, სადაც ორი დარბაზი - გარე და შიდა სივრცეები დაგხვდებათ.
“იდეურ, ასევე გეოგრაფიულ გაფართოებაზე ყოველდღიურად ვფიქრობთ მე და ჩემი პარტნიორები. 2024 წელს დიდი გეგმებით და ამბიციებით შევხვდით, უფრო კონკრეტული ამბების გაზიარებას სულ მალე შევძლებთ.” - თინა ხაფავა