Search
Or
ბანანის პური

ბანანის პურის რეცეპტი პირველად 30-იან წლებში, ამერიკულ კულინარიულ წიგნებში გამოჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ რეცეპტის პოპულარობა გადამწიფებული ბანანის დაბალმა ფასმა განაპირობა, დიდი დეპრესიის დროს. ხელმისაწვდომი პროდუქტებით მარტივი კექსის მომზადება ყველა დიასახლისს შეეძლო. ბანანის პური, რომელიც სინამდვილეში კექსია, დღემდე რჩება ამერიკელების საყვარელ ტკბილეულად, იმდენად, რომ 23 თებერვალს ბანანის პურის დღესაც კი აღნიშნავენ. 
ჩვენი ვერსია ტრადიციული ბანანის პურის რეცეპტისგან მცირედ განსხვავებულია და ძალიან გემრიელი.


დაგჭირდებათ:
3 კვერცხი
160 გრ შაქარი
220 გრ ფქვილი
90 გრ ზეთი
40 გრ დაფქული ნიგოზი
1 ჩ.კ დარიჩინი
⅓ ჩ.კ დაფქული კოჭა
მწიკვი მარილი
10 გრ გამაფხვიერებელი
100 გრ მაწონი
3 მოზრდილი მწიფე ბანანი

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე.
ჩანგლით დაჭყლიტეთ 2 ბანანი.
კვერცხიან მასაში დაამატეთ დაჭყლეტილი ბანანი, გადაურიეთ, შემდეგ ზეთი. ფქვილი, ნიგოზი, გამაფხვიერებელი, მარილი, სანელებლები აურიეთ მეორე ჯამში და დაუმატეთ კვერცხიან მასას, მოურიეთ, ბოლოს ვამატებთ მაწონს და კარგად ვურევთ ერთგვაროვნებამდე.
მართკუთხა ყალიბს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი ან ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. ჩაასხით ცომი და დაადეთ სიგრძეზე გაჭრილი ბანანი. აცხვეთ 1 საათი, მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით, კექსში ჩარჭობისას მშრალი უნდა ამოვიდეს