Search
Or
მაღალი სიცხის დროს რეკომენდირებული საკვები

მაღალი სიცხის დროს ხშირად ვკარგავთ ენერგიას, ჭამის მადას და უბრალოდ რამის კეთების შესაძლებლობას. აღნიშნული გამოწვეულია სითხის კარგვის გამო, მავნე ნივთიერებების კონცეტრაციით, კალორიების გადამუშავების სირთულით. მეცნიერების თქმით, მაღალ სიცხეში საჭიროა კალორიების 10-15%-ით მოკლება იმისთვის, რომ გავამარტივოთ მათი გადამუშავება. 
სუფთა წყლის სმის გარდა, რეკომენდირებულია ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობის სითხეს შეიცავს:

კიტრი - 96% სითხე

ნიახური - 94% სითხე

პომიდორი - 93% სითხე

ისპანახი - 92% სითხე

საზამთრო - 92% სითხე

ნესვი - 91% სითხე

მარწყვი - 90% სითხე

გრეიფრუტი - 88% სითხე

კომბოსტო - 87% სითხე

ფორთოხალი - 86% სითხე

შეეცადეთ, რომ საკვები დღის განმავლობაში მცირე პორციებით, ყოველ 3-4 საათში მიირთვათ. ასეთ შემთხვევაში სიმძიმეს არ იგრძნობთ და გააუმჯობესებთ საჭმლის მონელების პროცესს.

ვახშმის დროს არ მიირთვათ ხორცეული და შემწვარი საკვები. ასეთი საჭმელი ვერ მოასწრებს მონელებას და შეგიქმნით უსიამოვნო შეგრძნებას ძილის დროს. ასეთი საკვები ჩაანაცვლეთ მსუბუქი ბოსტნეულის სალათით, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენიც.
ასევე, ​რეკომენდირებულია ზღვის პროდუქტები, ხორცის მაგივრად.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი სუფთა წყალი. გემოსთვის წყალს შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონი, ლაიმი, კენკრა, პიტნა, კიტრი და სურვილისამებრ სხვა სეზონური ხილ-ბოსტნეული.

Expret Advices