Search
ან
ვამზადებთ ორგანიზმს ახალი წლისთვის

ყველანი მოუთმენლად ველით ახალი წლის დღესასწაულებს და, რა თქმა უნდა, არ გვეფიქრება იმაზე, თუ რამხელა სტრესის ქვეშ მოექცევა ჩვენი ორგანიზმი მომავალ სუფრებზე. რატომღაც ტრადიციად ჩამოყალიბდა სუფრაზე ყველა გემრიელი, ცხიმიანი და იშვიათი კერძების გამოლაგება ახალი წლის სუფრაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ:

არ ღირს დიეტურ კვებაზე გადასვლა იმისთვის, რომ დავიკლოთ ახალი წლის ღონისძიებებისთვის. "გასახდომი" დიეტები რეკომენდირებულია მხოლოდ სუფრების შემდეგ.

31 დეკემბერს არ შეიძლება მთელი დღე უჭმელად ყოფნა, სუფრის გაშლის ლოდინში. ამ შემთხვევაში თქვენ მაქსიმალურად გადატვირთავთ კუჭს, ვერ მოინელებთ საკვების დიდ ნაწილს და ვერ შეირგებთ მიღებულ ალკოჰოლსაც. 

ყველაზე ცუდი ნაბახუსევი ვისკის და ტეკილას აქვს, ასევე ყველა ცქრიალა ღვინოებს, მათ შორის შამპანურებს. ალკოჰოლის არასწორი შერჩევა შეიძლება ძლიერი თავის ტკივილების მიზეზი გახდეს მეორე დილით. ყველაზე სწრაფად სისხლი ითვისებს 20-30% სპირტის მქონე ალკოჰოლს.

კერძებისას არჩევისას, ხორცს ამჯობინეთ თევზი, ის უფრო სასარგებლო და მსუბუქია. შეიკავეთ თავი ღორის ხორცისგან, რადგან მასში შემავალი ცხიმიანი ნაერთები კიდევ უფრო დაგიმძიმებთ საღამოს. 

იმისთვის რომ აასწრაფოდ ნივთიერებათა ცვლა მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, რაც ხელს შეუწყობს ალკოჰოლის და მავნე ნივთერებების ორგანიზმიდან გამოყვანას.

კერძებს შორის მიირთვით მწვანე ჩაი, ის ეხმარება კუჭის წვენს ცხიმების დაშლაში. თუ ჩაი თაფლიანია, მისი ეფექტი ორმაგდება და თქვენ გარანტირებულად გათავისუფლდებით მავნე ნივთიერებებისგან. 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები