Search
ან
წარმატებული ექსპერიმენტი ყავაზე

იცით თუ არა, რომ...
მე-18 საუკუნის შვედეთში გავრცელდა ყავა, რომლის მავნებლობაზეც ბევრი ჭორი დადიოდა. ყავის უარყოფით თვისებებზე ლაპარაკმა მეფის ყურამდეც კი მიაღწია. გუსტავ III-ემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა სამედიცინო ექსპერიმენტი და დაემტკიცებინა გავრცელებული ინფორმაცია. მან პირად ექიმს დაავალა ორი ერთნაირი ადამიანის მოძიება. ექიმმა მოუყვანა ტყუპები. ტყუპებს მიუჩინეს თითო პროფესორი, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ასმევდნენ ერთს ყავას, ხოლო მეორეს ჩაის. ძმები დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ და ყველა ელოდა ყავის მსმელი ძმის სწრაფ გარდაცვალებას. 
თუმცა... ჯერ გარდაიცვალა ორივე პროფესორი, შემდეგ მეფე. 
ძმებმა დიდხანს იცოცხლეს და 83 წლის ასაკაში ამ ქვეყნიდან წავიდა პირველი ტყუპი, რომელიც სვავდა ჩაის...

თეგები

ექსპერტის რჩევები