Search
ან
გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო

ჯანმრთელი, გემრიელი და მარტივი გარნირი - გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო.

ინგრედიენტები:

1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო

2 სუფრის კოვზი დაკეპილი ნიორი

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1/3 ჭიქა გახეხილი პარმეზანი

მარილი და პილპილი გემოვნებით

1 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში

მომზადების წესი:

დაჭერით ყვავილოვანი კომბოსტო. მოათავსეთ ჯამში, მოახსით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ დაკეპილი ნიორი, მარილი და პილპილი. კარგად გადაურიეთ.

საცხობ ჭურჭელს წაუსვით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და გადაიტანეთ ყვავილოვანი კომბოსტო.

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსამდე და გამოაცხვეთ ყვავილოვანი კომბოსტო 25 წუთის განმავლობაში. შემდგომ მოაყარეთ ყველი და აცხვეთ კიდევ 5 წუთი.

ღუმელიდან გამოღების შემდგომ მოაყარეთ დაკეპილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

ექსპერტის რჩევები