Search
ან
კრევეტების როლები

მსუბუქი და ჯანსაღი წასახემსებელი - კრევეტების სფრინგ როლები. მოსამზადებლად 1 საათიც კი არ დაგჭირდებათ, სოუსად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკბილი ჩილი ან სოიოს სოუსისა და ჯინჯერის მიქსი.

ინგრედიენტები:

8 ბრინჯის ფირფიტა

16 კრევეტი

ბრინჯის ვერმიშელი - 100 გრ.

იისფერი კომბოსტო - 250 გრ.

მწვანე ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

სტაფილო - 2 ცალი

კიტრი - 2 ცალი

ნიახური - 40 გრ.

ბრინჯის ძმარი - 2 ს.კ.

სოიოს სოუსი - 2 ჩ.კ.

თეთრი მშრალი ღვინო - 3 ჭიქა

ერთი ლაიმის წვენი

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი

მომზადების წესი:

გაარჩიეთ კრევეტები. ჩაასხით ქვაბში ღვინო და 4 ჭიქა წყალი. დაუმატეთ მარილი და დაფნის ფოთლები. აადუღეთ და ჩაყარეთ გარჩეული კრევეტები დაახლოებით 4 წუთით. ამოიღეთ და გადაავლეთ გაყინული წყალი.

ჩაყარეთ ვერმიშელი იგივე სითხეში დაახლოებით 8 წუთით (აღარ აადუღოთ). შემდგომ გადაწურეთ.

დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად ბოსტნეული. შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და სოუოს სოუსი და ამოავლეთ ბოსტნეული ამ ნაზავში.

ჩაალბეთ ბრინჯის ფირფიტები თბილ წყალში (თითო-თითო).

მოათავსეთ ფირფიტაში ბოსტნეული, ვერმიშელი, ნიახური და ორი კრევეტი. გადაახვიეთ.

მიირთვით სასურველ სოუსთან ერთად. 

ექსპერტის რჩევები