Search
Or
გრილზე შემწვარი პიცა

რადგანაც ზაფხული ბარბექიუს და ქალაქგარეთ გასვლის სეზონია, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ გრილზე შემწვარი პიცის რეცეპტი. წინა რეცეპტებში უკვე განვიხილეთ პიცის ცომი და სოუსი, რომელიც ამჯერადაც გამოგვადგება.

ინგრედიენტები:

პიცის ცომი

პიცის სოუსი

პარმეზანი - 100 გრ.

მოცარელა - 100 გრ.

რუკოლა - 150 გრ.

პროშუტო - 200 გრ.

ბაზილიკი - 20 გრ.

მზეზე გამომშრალი პომიდორი - 5 ცალი

ზეითუნის ზეთი 50 მლ.

მომზადების წესი: 

გააბრტყელეთ პიცის ცომი, წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ გრილზე და ოდნავ მობრაწეთ. ამოატრიალეთ, წაუსვით სოუსი, მოაყარეთ მოცარელა, დაადეთ პროშუტო და მზეზე გამომშრალი პომიდორი. ბოლოს დაადეთ რუკოლა, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი  და ბაზილიკი. 

Expret Advices