Search
Or
ლიმონის პიკული

ტრადიციული ინდური ლიმონის პიკულის გამარტივებული რეცეპტი, რომელსაც 1 დღე სჭირდება მოსამზადებლად 20-ის ნაცვლად.

ინგრედიენტები:

300 გრ. ლიმონი

2 ს.კ. ლიმონის წვენი

3 ჩ.კ. მარილი

¼ კურკუმა

1 ½ ჭიქა დაფქული შაქარი

2 ჩ.კ. წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

მოხარშეთ ლიმონი ისე, რომ კანი სძვრებოდეს. გადაწურეთ და გააგრილეთ. დაჭერით მეოთხედებად. დაასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ კურკუმა და მარილი. დატოვეთ დაახლოებით 10 წუთი. ამის შემდეგ, ნელ-ნელა დაამატეთ დაფქული შაქარი და გაუჩერებლად ურიეთ. როდესაც შაქარი მთლიანად გალღვება დაამატეთ წითელი წიწაკა, კიდევ ერთხელ გადაურიეთ, გადაიტანეთ სტერილურ ქილებში და შეინახეთ ბნელ ადგილას 1 დღის განმავლობაში. 

Expret Advices