პიტნის სორბე - მარტივი და გამაგრილებელი დესერტი ზაფულისათვის.
ინგრედიენტები:
1 ½ ჭიქა შაქარი
1 ½ ჭიქა წყალი
1 კონა პიტნა
½ ჭიქა ლიმონის წვენი
2 ლიმონის ცედრა
მომზადების წესი:
მოათავსეთ შაქარი, წყალი, ლიმონის ცედრა და გარეცხილი პიტნა ქვაბში. აადუღეთ და დაელოდეთ შაქრის გალღვობას. გადაწურეთ და ამოიღეთ პიტნა. ჩაასხით ლიმონის წვენი და გააგრილეთ. შეინახეთ საყინულეში საათნახევრით. შემდგომ, ამოიღეთ საყინულედან და კარგად გადაურიეთ. გაიმეორეთ პროცესი 4-ჯერ. ამის შემდეგ ლიმონის სორბე მზად იქნება.
შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში 1 თვის განმავლობაში.