ალბათ შეატყობდით, რომ ძალიან გვიყავრს ყაბაყი! ამჯერად, გთავაზობთ უგემრიელესი წვნიანის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
2 საშუალო ზომის ყაბაყი
ნახევარი თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
100 მლ. ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
2 სუფრის კოვზი არაჟანი
50 გრ. გახეხილი პარმეზანი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დაკეპეთ ხახვი და ნიორი. გარეცხეთ და დაჭერით ყაბაყი. მოთუშეთ მოსტნეული. როდესაც ყაბაყი დარბილდება, ხახვი კი გამჭირვალე გახდება დაამატეთ ბულიონი და წამოადუღეთ. შემდგომ, მოათავსეთ წვნიანი ბლენდერში და ათქვიფეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
მიირთვით არაჟანთან და გახეხილ პარმეზანთან ერთად.